ახალი ამბები

გიორგი კანდელაკს თავს დაესხნენ

8 აგვისტო, 2014 • • 1014
გიორგი კანდელაკს თავს დაესხნენ

პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურის თქმით, რომელიც ინციდენტის შემდეგ მივიდა გიორგი კანდელაკთან, მას თავის არეში აქვს დაზიანება, თუმცა საავადმყოფოში გადაწყვანა არ დასჭირვებია. გიორგი კანდელაკი ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

 

ნუგზარ წიკლაურის თქმით, შემთხვევა თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე მოხდა. პარლამენტარი ამბობს, რომ გიორგი კანდელაკი ავტომობილით გადაადგილდებდა, რა დროსაც საგზაო ინციდენტი მოხდა, ამის შემდეგ ამ ადამიანმა კანდელაკს გზა გადაუღობა, მანქანიდან გადმოვიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

“თავი აქვს გატეხილი ვიზუალურად, მე რამდენადაც შევხედე. ორ ადგილას ჰქონდა დაზიანება და სისხლის მოსდიოდა”, – აცხადენბ პარლამენტარი

 

გიორგი კანდელაკს თავს დაესხნენ. 8.08.2014 / ფოტო: თავისუფალი ზონა
გიორგი კანდელაკს თავს დაესხნენ. 8.08.2014 / ფოტო: თავისუფალი ზონა

ნუგზარ წილაური ამბობს, რომ თავდამსხმელი არის ალექსი მელაძე, რომელიც თეთრიწყააროს მუნიციპალიტეტის თანამშრომელი და “ქართული ოცნების” აქტივისტია.

 

ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება იყოს:

 

“როგორც გითხარით, მანქანები არ არის შეხებული, ერთმანეთთან დაზიანება მანქანის არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობდა მიზეზი, ასეთი რეაქცია ჰქონოდა ამ ადამიანს,” – ამბობს წიკლაური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი