ახალი ამბები

საქართველომ EIB-ისგან 250 მლნ ევრო ისესხა

19 თებერვალი, 2019 •
საქართველომ EIB-ისგან 250 მლნ ევრო ისესხა

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის გაფორმდა შეთანხმება საქართველოსთვის სესხის სახით 250 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.

ხელშეკრულებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ვაზილ ჰუდოკმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ფინანსურის რესურსი მიმართული იქნება კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კერძოდ, რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე.

“ფორმდება შეთანხმება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის, სესხის სახით, 250 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ. ეს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ უფრო აქტიურად განვავითაროთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული  პროექტები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისთვის, ასევე მიესალმა EIB-ის გადაწყვეტილებას, გაზარდოს ოპერაციების მოცულობა კერძო სექტორში და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას.

“დღვენადელ შეხვედრაზე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს ვთხოვე, რომ ჩვენ გვქონდეს მეტი წვდომა ინოვაციური პროექტების და პროგრამების დასაფინანსებლად”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, საუბარი მიმდინარეობს ახალი ფინანსური მექანიზმების შექმნაზე, რომელიც საქართველოს დაეხმარება, გაზარდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი