ახალი ამბები

პრეზიდენტი შეშფოთებულია იმით, რომ პროკურატურამ მისი საიდუმლო მიმოწერა გაასაჯაროვა

8 აგვისტო, 2014 • • 988
პრეზიდენტი შეშფოთებულია იმით, რომ პროკურატურამ მისი საიდუმლო მიმოწერა გაასაჯაროვა

“გამოვთქვამთ შეშფოთებას იმის გამო, რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის”, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

პრეზიდნეტი ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად თანამდებობის პირსა და საჯარო მოხელეს, რომელიც დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას, დაეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.

 

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, „პრესაში და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“.

 

შესაბამისად, მივმართავთ  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება.  

დაბოლოს, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პროკურატურის მიერ ნახსენები დოკუმენტაციას უკვე მოეხსნა გრიფი „საიდუმლო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი