ახალი ამბები

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის აქციების ფასი მცირედით გაიზარდა

18 თებერვალი, 2019 • 1432
ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის აქციების ფასი მცირედით გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე 18 თებერვალს თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ფასი 1.06 პროცენტით გაიზარდა (თბილისის დროით 21:30 საათის მონაცემებით).

საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ფასმა კლება წინა კვირას დაიწყო და თითქმის 8 პროცენტით დაეცა მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა “თიბისის” სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა.

დღის განმავლობაში თიბისის აქციების ყველაზე მაღალი ღირებულება ლონდონის დროით დაახლოებით 5-ის ნახევარზე დაფიქსირდა — 13.33 ფუნტი;

საშუალოდ, 18 თებერვალს ერთი აქცია 13.30 ფუნტი ღირს; შედარებისთვის, წინა კვირას დასაწყისში ეს მაჩვენებელი 14.44 იყო.

14 თებერვალს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება გამოაცხადა, “თიბისის” აქციების ფასი მკვეთრად დაეცა. ფოტო: ლონდონის საფონდო ბირჟის ბოლო თვის მონაცემები

თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ სამართლებრივ დავას აგრძელებენ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი მოითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ.

მამუკა ხაზარაძემ 18 თებერვალს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თიბისი ბანკი მზადაა, დიალოგის რეჟიმში განაგრძოს მოცემული სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.

ხაზარაძე: მზად ვართ, ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად ვეძებოთ გამოსავალი

მასალების გადაბეჭდვის წესი