ახალი ამბები

რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა აღდგენილია

8 აგვისტო, 2014 • • 3167
რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა აღდგენილია

შეზღუდვა წესდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის, მათთვის მოძრაობა გაიხსნება ღამის 12:00 საათის შემდეგ.

 

დღეს, შუადღის 2 საათზე თბილისი–სენაკი–ლესელიძის ს/გზის 146–ე კმ–ზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც საავტომობილო გზის კმ136-კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით.

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე მეწყერი ბოლო სამ თვეში უკვე მესამედ ჩამოწვა. პირველად 12 ივნისს ჩამოწვა, რამაც საავტომობლიო გზის გადაკეტვა გამოიწვია. საქართველოს საგზაო დეპარტამენტმა საავტომობილო მოძრაობის აღდგენა 14 ივნისს შეძლო. 

 

მეორედ- 146-ე კილომეტრზე 17 ივნისს, დილის 5 საათზე დიდი მოცულობის მიწა და კლდის ნაშალი ჩამოწვა, რიკოთის გვირაბის დასავლეთით მთლიანად ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. მოძრაობა 20 ივნისს აღდგა.

რიკოთი
რიკოთი

მასალების გადაბეჭდვის წესი