ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო: რუსეთში 6 თვეში 6165 ტონა სურსათი გავიდა

8 აგვისტო, 2014 • • 961
სურსათის ეროვნული სააგენტო: რუსეთში 6 თვეში 6165 ტონა სურსათი გავიდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (გურია, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, თბილისი) რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია 2258 ტონა ხილი, 80 ტონამდე ბოსტნეული, 2567 ტონა ციტრუსი,  188 ტონა ჩაი, 1062 ტონა დაფნის ფოთოლი, 1 ტონა ხმელი სუნელი. 

 

რუსეთის ბაზარზე გავიდა მოცვი, ჩაი, თხილი, მანდარინი, ლიმონი, ხილის ჩაი, მანდარინის კონცენტრირებული წვენი, ხილის ნატურალური წვენი, პომიდორი, დაფნის ფოთოლი, უცხო სუნელი, საადრეო კარტოფილი, ვაშლი, ბალი, ვაშლატამა და ატამი, ხოლო ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი კვლავ მიმდინარეობს, აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო. 

 

სააგენტოს ექსპორტიორებს საშუალება აქვთ, გამარტივებული პირობებით აიღონ ექსპორტის განსახორციელებლად საჭირო ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს, რომ პროდუქცია არ შეიცავს საკარანტინო მავნებლებსა და დაავადებებს.

  

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მისი სპეციალისტები რჩებიან რეგიონებში და აგრძელებენ  საექსპორტო ტვირთების ფიტოსანიტარიულ კონტროლს, რის შემდეგაც გასცემენ შესაბამის სერტიფიკატს.

მასალების გადაბეჭდვის წესი