ახალი ამბები

რიკოთის უღელტეხილზე მეწყერი ჩამოწვა

8 აგვისტო, 2014 • • 1236
რიკოთის უღელტეხილზე მეწყერი ჩამოწვა

დეპარტამენტის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე ჩამოიშალა დიდი მოცულობის კლდის მასა, რის გამოც საავტომობილო გზის კმ136-კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით.

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე მეწყერი ბოლო სამ თვეში უკვე მესამედ ჩამოწვა. პირველად 12 ივნისს ჩამოწვა, რამაც საავტომობლიო გზის გადაკეტვა გამოიწვია. საქართველოს საგზაო დეპარტამენტმა საავტომობილო მოძრაობის აღდგენა 14 ივნისს შეძლო. 

 

მეორედ- 146-ე კილომეტრზე 17 ივნისს, დილის 5 საათზე დიდი მოცულობის მიწა და კლდის ნაშალი ჩამოწვა, რიკოთის გვირაბის დასავლეთით მთლიანად ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. მოძრაობა 20 ივნისს აღდგა. 

რიკოთის უღელტეხილთან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 2014 წლის 17 ივნისი
რიკოთის უღელტეხილთან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 2014 წლის 17 ივნისი

მასალების გადაბეჭდვის წესი