ახალი ამბები

საგურამოში ფინურ სკოლას ავაშენებთ – “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი”

18 თებერვალი, 2019 • 2964
საგურამოში ფინურ სკოლას ავაშენებთ – “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი”

19 თებერვალს თბილისში, სასტუმრო „Radisson Blu Iveria”-ში ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც 2019 წლის სექტემბერში საგურამოში გაიხსნება. ღონისძიების ორგანიზატორები საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ და ფინური განათლების კონსორციუმი “Polar Partners” არიან.

როგორც კომპანია აცხადებს, ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ფინური სტანდარტებით იხელმძღვანელებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სკოლის აკადემიური პროგრამის შექმნისა და მშენებლობის მიმართულებით „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ პარტნიორია ფინური საგანმანათლებლო ჯგუფი „Polar Partners”. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული კომპანია მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც იზრუნვებს.

“ფინურ სკოლაში პირველი აკადემიური წელი 2019 წლის სექტემბერში დაიწყება. პირველ ეტაპზე, სკოლა მიიღებს დაწყებით კლასებს, რომლის სასწავლო პროგრამა, ფინურ მოდელზეა დაფუძნებული. 2021 წელს კი 7 ჰექტარ ტერიტორიაზე საგანმანათლებლო სივრცის მოწყობა დასრულდება, რომელიც სამივე საფეხურის სკოლას, თანამედროვე კამპუსს, მულტიფუნქციურ სპორტულ დარბაზსა და მასწავლებლების ტრენინგ-ცენტრს მოიცავს”, – აცხადებენ კომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი