ახალი ამბები

ობამამ ერაყში ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის ნებართვა გასცა

8 აგვისტო, 2014 • • 927
ობამამ ერაყში ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის ნებართვა გასცა

მისი განცხადებით, მათ სამიზნეს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები წარმოადგენენ, რათა მოახდინონ რელიგიური უმცირესობების ხოცვის პრევენცია, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დააზარალებენ აშშ–ის ინტერესებს.

 

ქარაქოშში, რომელიც ერაყის ყველაზე დიდი ქრისტიანული ქალაქია, ისლამური სახელმწიფო ადგილობრივებს აიძულებს, რომ ქალაქი დატოვონ.

 

ჯერ საჰაერო თავდასხმა არ განხორციელებულა, თუმცა აშშ–მა ჰუმანიტარული დახმარება გასწია ერაყის იმ ადგილებში, სადაც მებრძოლებისგან საფრთხე ემუქრებათ.

 

როგორც ობამამ თქვა, ეს იქნება ერაყში აშშ–ის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული პირველი საჰაერო თავდასხმა 2011 წლის შემდეგ.

 

“ამ კვირის დასაწყისში ერთი ერაყელი ტიროდა: “არავინ მოდის ჩვენს დასახმარებლად” – თქვა ობამამ, რომელსაც სურს, რომ განაახლოს ამერიკის სამხედრო ჩარევა ერაყში.

 

“დღეს ამერიკა მოდის დასახმარებლად” – დაამატა მან.

 

ობამას განცხადებით, ის არ აპირებს ერაყში სახმელეთო ძალების გაგზავნასაც, რათა ამერიკა “კიდევ ერთხელ არ აღმოჩნდეს ჩათრეული ერაყთან ომში”.

ერაყის მოვლენებს გუშინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო გამოეხმაურა განცხადებით:

 

“გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას ერაყის ჩრდილოეთში, შანგალის რეგიონში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. ამგვარი ქმედებები ყოვლად მიუღებელია ცივილიზებული საზოგადოებისათვის.

 

გამოვთქვამთ იმედს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები დროულად გადადგამენ ქმედით ნაბიჯებს მის შესაჩერებლად.

 

საერთოდაც,  დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სერიოზული პრობლემებია, რაც შეიძლება დიდი დაპირისპირების წინაპირობად იქცეს, ამან კი გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

 

შევთხოვოთ ღმერთს, მოანიჭოს ქვეყანას მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება,” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი