ახალი ამბები

პრეზიდენტი: ერთმანეთს ვაძლევთ ფიცს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი ხალხი მშვიდობით დავიცვათ

8 აგვისტო, 2014 • • 915
პრეზიდენტი: ერთმანეთს ვაძლევთ ფიცს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი ხალხი მშვიდობით დავიცვათ

“ვგლოვობთ ჩვენს დებს და ძმებს, ვინც სამშობლოსათვის ომში უთანასწორო ბრძოლაში დაეცნენ და ბუნებრივია, ერთმანეთს ვაძლევთ პირობას და ერთმანეთს ვაძლევთ ფიცს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღარასდროს განმეორდეს სისხლისღვრა და ჩვენ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი დავიცვათ მშვიდობით და იმ ბრძოლით, რომელსაც ვაწარმოებთ ყოველდღე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დასაცავად,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.


2008 წლის აგვისტოში ომი რუსეთ-საქართველოს შორის 5 დღეს გაგრძელდა, რასაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემით, 170 სამეხდრო მოსამსახურე შეეწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი