მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაიწვა სატვირთო ავტომანქანა. ცეცხლი ასევე გადავიდა გაგასამართი სადგურის ნაწილზე.
“აფეთქების საფრთხე რეალური იყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად სწრაფად მოხდა ხანძრის ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.