ახალი ამბები

სააკაშვილი: 2008 წელი საქართველოში და 2014 წელი უკრაინაში არის ერთი ომის გაგრძელება

7 აგვისტო, 2014 • • 1200
სააკაშვილი: 2008 წელი საქართველოში და 2014 წელი უკრაინაში არის ერთი ომის გაგრძელება

ექსპრეზიდენტის კომენტარი ტელეკომპანია “რუსთავი 2” –მა გაავრცელა. 

 

“ის, რაც მოხდა 2008 წელს საქართველოში, ბევრმა დასავლეთში ბოლომდე ვერ აღიქვა. იყო მთელი სიმძაფრე იმ საფრთხისა, რაც დაუდგა წინ ევროულ ცივილიზაციას. 2014–მა წელმა უკრაინაში საბოლოოდ ყველაფერი გაარკვია. 2008 წელი საქართველოში და 2014 წელი უკრაინაში არის ერთი ომის გაგრძელება” – განაცხადა სააკაშვილმა. 

 

სააკაშვილის განცხადებით, 2008 წელს ქვეყანა გადარჩა, თუმცა კიდევ არსებობს საფრთხეები: 

 

“მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გმოიჩინეს წარმოუდგენელი გმირობა,  მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ლიდერები ერთხმად დაირაზმნენ საქართველოს გადასარჩენად, 6 ევროპული წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვიდა საქართველოში, აშშ–მა ააფრინა თვითმფრინავები და გამოუშვა მე–6 ფლოტი საქართველოს მხარდასაჭერად. ჩევნ გადავარჩინეთ საქართველო, ჩენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი დემოკრატიული კურსი, გადავარჩინეთ ჩვენი მომავალი. რამდენიმე წლის შემდეგ, სამწუხაროდ, დაბრუნდა საფრთხეები. საფრთხე არის ის, რომ  რაც რუსეთმა ვერ მიიღო იარაღის ძალით, მან მიიღოს იმ ხალხის ხელით, ვისაც უნდა ციხის კარების შიგნიდან გაღება. მე მჯერა, რომ ეს არ გამოუვათ. საქართველო არის გიორგი ანწუხელიძის სამშობლო.  ჩენ არავის არ უნდა შევარჩინოთ ანწუხელიძის და სხვა გმირების სისხლი.”  

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი © EPA 07.12.2013
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი © EPA 07.12.2013

მასალების გადაბეჭდვის წესი