საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 20-დღიანი ძებნის შემდეგ 16 წლის მოზარდის ცხედარი დღეს, 17 თებერვალს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში იპოვეს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს 29 იანვრის შემდეგ, როგორც მდინარეში ისე ზღვაში 24-საათიან რეჟიმში აწარმოებდა.
სააგენტო თავის განცხადებაში წერს, რომ საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავები თბილისიდან და აჭარის რეგიონიდან. წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა.
16 წლის მოზარდი 29 იანვარს, ფოთში, მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან გადავარდა.