ახალი ამბები

პეტრიაშვილი: არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ჩათრევა დიდ კონფრონტაციაში

7 აგვისტო, 2014 • • 847
პეტრიაშვილი: არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ჩათრევა დიდ კონფრონტაციაში

“ეს უკვე მავნე ტრადიციად იქცა. რა თქმა უნდა, არაფერი კონკრეტული შედეგის მომტანი და უსაფრთხოების განმტკიცების ხელშემწყობი ეს არ არის. ესაა დამკვიდრებული ძალიან ცუდი პრაქტიკა, დაძაბულობის განცდის შექმნის მცდელობა და ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად, პრაგმატულად, ცივი გონებით უნდა შევხედოთ. ვინაიდან ამ ტიპის პროვოკაციებით არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ჩათრევა დიდ კონფრონტაციაში,”- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

 

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ესკალაცია არ მოხდეს:

 

“ჩემი შეფასება უცვლელია, 2008 წელს მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც გრძელდება და ძალიან სამწუხაროა, რომ მაშინ საომარი მოქმედებების თავიდან აცილება ვერ მოხდა. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, მაგრამ ბოლო დროის მოვლენების განვითარებამ  დაგვანახა, რომ ეს არის პრობლემა საერთაშორისო თანამეგობრობასა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ესკალაცია, რომ საქართველომ განახორციელოს მისი უმთავრესი მიზნები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და, რა თქმა უნდა, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრირება, როგორც დამოუკიდებელმა, თავისუფალმა სახელმწიფომ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი