ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში ვითარება კვლავ დაძაბულია

6 აგვისტო, 2014 • 1282
ყარაბაღში ვითარება კვლავ დაძაბულია

ინტერნეტგამოცემა news.am-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 5 აგვისტოს ღამეს, დაახლოებით 23:00 საათზე, ყარაბაღის სპეციალური დანიშნულების რაზმმა სომხურ პოზიციებზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ მართუნის მიმართულებით დივერსიულად შეღწევა სცადა.


“გარდა ამისა, 5 და 6 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, აზერბაიჯანულმა მხარემ 370-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღით 7000 ათასი გასროლა მოახდინა სომეხი მესაზღვრეების მისამართით”, – წერს news.am-ი.


trend.az-ის ინფორმაციით კი, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სხვადასხვა მიმართულებით 100-ჯერ დაარღვიეს.

 

ოფიციალური ბაქო საერთაშორისო საზოგადოებას სომხეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

 

“სომხეთის უპასუხისმგებლო და პროვოკაციული ქმედებები, რამაც გამოიწვია ძალადობის დიდი ესკალაცია და მსხვერპლი ორივე მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სომხეთის მიერ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ხანგრძლივი და უკანონო ოკუპაცია რჩება მთავარ საფრთხედ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის სამხრეთ კავკასიაში”,- აშშ-ში აზერბაიჯანის საელჩოს ამ განცხადებას ინტერნეტგამოცემა “ბაკუპოსტი” ავრცელებს.


ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამშვიდობო პროცესისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს სომხეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.


“სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია. რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებს ამას სომხური მხარე, მით უფრო სწრაფად ადღგება მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში”.


აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე
აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე


   მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  


მასალების გადაბეჭდვის წესი