ნეტგაზეთი | აზერბაიჯანში შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას ანგარიშები დაუყადაღეს აზერბაიჯანში შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას ანგარიშები დაუყადაღეს – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანში შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას ანგარიშები დაუყადაღეს

აზერბაიჯანის გენპროკურატურის მოთხოვნით, ექვს ადგილობრივ და ერთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ინფორმაციას ამის თაობაზე ინტერნეტგამოცემა kavkaz-uzel-ი ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო ორგანიზაციების- “მედიის უფლებების ინსტიტუტი”, “დემოკრატიული ინსტიტუტები და ადამიანის უფლებები”, “დახმარება თავისუფალ ეკონომიკას”, “დემოკრატიის და ადამიანის უფლებების რესურსცენტრი” , “აზერბაიჯანის იურისტთა ასოციაცია” და “ნაციონალური და საერთაშორისო კვლევების ცენტრი” – ანგარიშები დააყადაღეს. ასევე, ყადაღა დაედო პირველი სამი ორგანიზაციის თავჯდომარეების პირად ანგარიშებს.


“კავკაზსკი უზელი” აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მათმა ხელმძღვანელებმა ბოროტად გამოიყენეს უფლებამოსილება და გააყალბეს საბუთები. კანონდარღვევები დაკავშირებულია იმ მსხვილ თანხებთან, რომელიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღეს: მარშალის ფონდიდან (აშშ), ჰუმანიტარული ორგანიზაცია “საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლის ცენტრიდან” (აშშ), თანამშრომლობის ფონდ “ღია საზოგადოებიდან” (ლიხტენშტეინი) და აზერბაიჯანში ამერიკის საელჩოდან.


ასევე,  ცალმხრივი ყადაღა იქნა დადებული არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლის საბჭოს” (IREX) ანგარიშზე, რომელიც ხელს უწყობს საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებას. “კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, IREX-ის იურისტმა ალეკსერ მამედლიმ დაადასტურა, რომ ორგანიზაიციის ოფისი უკვე ვეღარ შეძლებს თანხის მოხსნას თავისი ანგარიშებიდან.


IREX-მა უკვე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზს უსვამს იმას, რომ ორგანიზაციის აზერბაიჯანული წარმომადგენლობის ყველა საქმიანობა ხორციელდებოდა ქვეყნის კანონმდებლობის ფარგლებში და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების სფეროში სამთავრობო კომისიასთან მჭიდრო კოორდინაციით.

 

ბაქო
ბაქო

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი