ახალი ამბები

ნარმანია: მუნიციპალური ტრანსპორტი თბილისში სტანდარტებს ვერ პასუხობს

5 აგვისტო, 2014 • • 887
ნარმანია: მუნიციპალური ტრანსპორტი თბილისში სტანდარტებს ვერ პასუხობს

“რაც შეეხება თვითონ მუნიციპალური ტრანსპორტის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენ, ასე ვთქვათ, ვარღვევთ მთელ რიგ ნორმებს. აუცილებლად გაგრძელდება ადგილობრივი რეგულაციების გაკეთება და ვფიქრობ, რომ აქ საკრებულოს ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ რა ძირითად მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს საქალაქო ავტობუსი, რა ძირითად მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, ვთქვათ, მიკროავტობუსი,” – თქვა დავით ნარმანიამ..

 

მერმა ყურადღება მიკროავტობუსებში არსებულ კონდინცირების პრობლემაზეც გაამახვილა:

 

“ის, რომ კონდინცირება უნდა იყოს მიკროავტობუსებში, ეს ვალდებულება მათ გააჩნიათ და ჩვენ ამას მოვთხოვთ აუცილებლად, იმიტომ, რომ მე კარგად მახსოვს სატენდერო პირობები, როდესაც ტენდერი გამოცხადდა ამასთან დაკავშირებით, მოითხოვებოდა კონდინცირების სისტემის მქონე სამარშუტო ტაქსების შემოყვანა.”

 

ეს განცხადება თბილისის მერმა საკრებულოში ქალაქის მთავრობის წევრობის კანდიდატების წარდგენისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი