ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი დაუშვებლად ცნო

5 აგვისტო, 2014 • • 932
სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი დაუშვებლად ცნო

მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილება ჰქონდა გასაჩივრებული, რომლის მიხედვით,  მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკამყოფილა და წინასწარი პატიმრობა 2014 წლის 2 აგვისტოს შეუფარდა. 

 
მიხეილ სააკაშვილთან ერთად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს.
 
 

პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი 28 ივლისს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, “საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას”

 

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2013 წლის 25 ოქტომბრიდან და ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაკითხულია 100-მდე მოწმე, საქმეს ერთვის არაერთი ვიდეოჩანაწერი, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები და სხვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები. საქმეზე გამოძიების მიერ შეკრებილი მხოლოდ დოკუმენტური მტკიცებულებები შეადგენს 80 ტომს.

მასალების გადაბეჭდვის წესი