ახალი ამბები

ლიონელ მესის 7 წლის ფანი მურთაზა აჰმადი თალიბანის სამიზნეა – CNN

15 თებერვალი, 2019 •
ლიონელ მესის 7 წლის ფანი მურთაზა აჰმადი თალიბანის სამიზნეა – CNN

ლიონელ მესის 7 წლის ავღანელ ფანს თალიბანისგან საფრთხე ემუქრება.  CNN-ის ინფორმაციით, მურთაზა აჰმადს თალიბანთან პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ყატარში მის კუმირ ლიონელ მესის შეხვდა.

7 წლის ბიჭი პაპარაცებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. 2018 წლის ნოემბერში ჯაგორში, სადაც აჰმადი გაიზარდა, თალიბანის წევრები შეიჭრნენ. როგორც 7 წლის ბიჭმა CNN-ს უთხრა, დაჯგუფების წევრებმა მისი ნათესავები დახოცეს. ბავშვის დედის თქმით კი, ტერორისტული დაჯგუფების სამიზნე მურთაზა აჰმადიც იყო.

“მას შემდეგ, რაც მურთაზა პოპულარული  გახდა, ჩვენი ცხოვრება გართულდა. არა მხლოდ თალიბანი, არამედ ავღანეთში მოქმედი სხვა დაჯგუფების წევრები ფიქრობენ, რომ მესიმ მას ბევრი ფული მისცა. ამიტომ გადავწყვიტეთ სკოლაში აღარ გვეტარებინა, თუმცა მუდმივად გვემუქრებოდნენ,”-ამბობს ის.

7 წლის ბავშვის თქმით, ოჯახის წევრებს სთხოვდა, საცხოვრებლად სადმე გადასულიყვნენ, საბლოოდ, აჰმადის მამის დახმარებით, ოჯახი ახლოს მდებარე ქალაქში გადავიდა. “ბოლოს მამაჩემი აქ გადმოსვლის პირველ დღეს ვნახე, შემდეგ ის ისევ ჯაგოში დაბრუნდა და მას შედეგ აღარ მინახავს, ძალიან მენატრება. როცა დედა დაურეკავს, მეც დაველაპარაკები,”-ამბობს მურთაზა აჰმადი.

CNN-ის ცნობით, ახლა აჰმადი და დედამისი სხვა ადგილას ცხოვრობენ, თუმცა ბავშვის დედა თავს უსაფრთხოდ მაინც არ გრძნობს და ეშიანია, რომ მილიონერ ფეხბურთელთან კავშირის გამო მის 7 წლის შვილს მოიტაცებენ.

“უკეთესი იქნებოდა, მურთაზა პოპულარული არ გამხდარიყო. ამის გამო ახლა აქაც გვემუქრება საფრთხე. ამის გამო ის მთელ დღეს სახლში ატარებს,”-ამბობს ბავშვის დედა.

მურთაზა აჰმადი ცნობილი გახდა მის მიერვე გაკეთებული მესის მაისურით. 2016 წელს გავრცელებულ ფოტოზე ბავშვს არგენტინის ეროვნული ნაკრების ფერების პარკისგან გაკეთებული მაისური ეცვა, ზედ კი მესის ნომერი და გვარი კალმით ჰქონდა მიწერილი. თითქმის ერთი წლის შემდეგ ის ლიონელ მესის შეხვდა. ამ ფოტოთი აჰმადი ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი