ახალი ამბები

ვაკის საცურაო აუზი მის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობას არ ადასტურებს

14 თებერვალი, 2019 •
ვაკის საცურაო აუზი მის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობას არ ადასტურებს

“გადავარჩნოთ ვაკის აუზი” – ასეთი სახელმწოდებით ინტერნეტში პეტიცია გავრცელდა, რომლის აღწერაშიც წერია, რომ საცურაო აუზის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსები უნდა აშენდეს.

ამ დროისთვის [11:36] პეტიციას 300-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, თუმცა თავად ვაკის საცურაო აუზის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ მათ ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობა იგეგმება.

ნეტგაზეთთან საუბარში ვაკის საცურაო აუზის გენერალური დირექტორის მოადგილე, ეკა ბარძემაშვილი განმარტავს, რომ ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა არასდროს ყოფილა განხილვის საგანი. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია აუზის შეძენაზე რამდენიმე პირმა ინტერესი გამოხატა, თუმცა, ბარძემაშვილის განმარტებით, ეს ჩვეულებრივი პროცესია და არ ნიშნავს, რომ აუზი უკვე გაყიდულია.

რაც შეეხება მერიის არიქტეტურის სამსახურზე ატვირთულ განცხადებას, რომელიც შენობისთვის დაშენების დამატებას გულისხმობს, ბარძემაშვილი ამბობს, რომ ეს განცხადება მათ 2018 წელს შეიტანეს და ბავშვთა აუზის გვერდით, დაახლოებით 40კვ. მ-იანი მოსაცდელის შექმნას ეხებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი