ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში საზღვარგარეთის პასპორტების გაცემას იწყებენ

4 აგვისტო, 2014 • 1841
ცხინვალში საზღვარგარეთის პასპორტების გაცემას იწყებენ

როგორც  საინფორმაციო სააგენტო “Рес”-ს სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცნობეს, პირველ რიგში, საბუთების მიღება მოხდება აბიტურიენტებისა და სტუდენტებისგან, რომლებიც  რუსეთის ფედერაციის მიერ გათვალისწინებული კვოტით სწავლობენ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში.  

  

“საზღვარგარეთის პასპორტის გასაფორმებლად სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებმა აუცილებლად  უნდა წარმოადგინონ პიროვნების დამადასტურებელი საბუთი, სამი პირადი ფოტო, რომელიც შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობა ბავშვებისთვის 16 წელს ქვემოთ და ჩანართი დაბადების მოწმობაში, რომელიც ამტკიცებს, რომ ბავშვი არის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქე”- აცხადებენ სამხრეთ ოსეთის საგარეო  უწყებაში.


გარდა ამისა, აუცილებელია ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლები 16 წელს მიღწეული ასაკის ბავშვებისთვის, ასევე,  მათი პიროვნების დამადასტურებელი ძირითადი საბუთები.



“საზღვარგარეთის პასპორტის მიღების მსურველებმა უნდა გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟი დოკუმენტის გაცემისთვის, ან საკონსულო მოსაკრებელი სამხრეთ ოსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო სამსახურებში დოკუმენტის  მიღების შემთხვევაში”, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.


18-27 წლის მამრობითი სქესის პირებმა, იმის დასამტკიცებლად, რომ არ არიან გაწვეულნი სამხედრო სამსახურში, საბუთების ჩაბარების დღეს უნდა წარადგინონ სამხედრო ბილეთი ნამსახურეობის დამთავრების აღნიშვნით, ან შესაბამისი ცნობა ადგილობრივი სამხედრო კომისარიატიდან.

 

  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.   
   

მასალების გადაბეჭდვის წესი