დიდ ბრიტანეთში მუცლადმყოფ ბავშვს ხერხემლის ოპერაცია გაუკეთეს. BBC წერს, რომ 26 წლის ბეთანი სიმპსონმა ორსულობის მე-20 კვირაზე შეიტყო, რომ მის საშვილოსნოში ბავშვს ხერხემალზე პრობლემა ჰქონდა .
დედამ გადაწყვიტა ბავშვისთვის ოპერაცია დაბადებამდე გაეკეთებინა, შედეგად ესექსში მცხოვრები ბეთანი სიმპსონი ერთ-ერთი პირველი ქალია (რიგით მეოთხე), რომელმაც ჯერ არდაბადებული ბავშვისთვის ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღო.
BBC-ის ცნობით, მუცლადმყოფ ბავშვს ხერხემალზე გარკვეული ნაპრალი ჰქონდა, ქირურგებმა მისი ძალიან პატარა ხერხემლის გამთლიანებას ოთხი საათი მოანდომეს. ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ბავშვი 2019 წლის აპრილში დაიბადება. ბავშვის დედამ BBC-ის უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც მისმა ქმარმა ბავშვის მდგომარეობის შესახებ შეიტყო, ბავშვის მოცილება ურჩია, თუმცა ბეთანიმ ოპერციის გაკეთება გადაწყვიტა.
ქირურგი დომინიკ ტომფსონი ჩატარებულ ოპერაციას “ამაღელვებელ თავგადასავალს” უწოდებს. მისი თქმით, აქამდე, როცა მშობლები ბავშვის რაიმე პრობლემის შესახებ იგებდნენ, მხოლოდ ორსულობის გაგრძელების ან შეწყვეტის პერსპექტივა არსებობდა,”ახლა გამოჩნდა მესამეც”.