ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროკავშირი მხარეებს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

4 აგვისტო, 2014 • 1115
ევროკავშირი მხარეებს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

2014 წლის 3 აგვისტოს ანცხადებაში ევროკავშირი მხარეებს მიუთითებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა კონსულტაციები უმაღლეს დონეზე.

“ჩვენ შეშფოთებული ვართ უკანასკნელი შეიარაღებული ინცინდენტებით, რომელსაც ბოლო დღეებში ადგილი ჰქონდა საკონტაქტო ხაზთან, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახლმწიფო საზღვარზე და რომელიც მსხვერპლით დასრულდა. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, თავის შეიკავონ ძალის გამოყენებისა და მუქარისგან და გააგრძელონ ძალისხმევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.  

განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირი მზადაა ხელი შეუწყოს კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას ეუთოს მინსკის ჯგუფის ქმედებების თანახმად.



“ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ეუთოს მინსკის ჯგუფსა და სამი თანათავმჯდომარის მუშაობას, განსაკუთრებით უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების აუცილებლობის საკითხში, როგორც ეს შეთანხმებული იყო პრეზიდენტების სარგსიანისა და ალიევის შეხვედრაზე 2013 წლის 19 ნოემბერს”.


2 აგვისტოს ღამეს აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბახის საკონტაქტო ხაზთან სამხედრო დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანის მხარე  აცხადებს, რომ  სომხეთის სადაზვერვო–დივერსიული ჯგუფი თავს დაესხა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოსტს ქალაქ აღდამის მიმართულებით, ხოლო სომხეთის მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა  განახორციელა საბოტაჟი.

აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე
აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  
   

მასალების გადაბეჭდვის წესი