ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვმა რუსი ჟურნალისტები აგვისტოს ომის “ობიექტურად” გაშუქებისთვის დააჯილდოვა

13 თებერვალი, 2019 •
ბიბილოვმა რუსი ჟურნალისტები აგვისტოს ომის “ობიექტურად” გაშუქებისთვის დააჯილდოვა

ანატოლი ბიბილოვმა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა, მოსკოვში მედლებით დააჯილდოვა ის რუსი ჟურნალისტები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომს აშუქებდნენ.

დაჯილდოების დროს რუსეთის რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტსა და ოპერატორს ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა მამაცობისთვის და მოვლენების ობიექტური გაშუქებისთვის:

“რუსული საინფორმაციო არხების თანამშრომლები ყოველთვის ფეხს უწყობდნენ დროს თავიანთი ნიჭითა და პროფესიონალიზმით, საქმისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულებით”.

https://www.youtube.com/watch?time_continue=9&v=9PKG0mzP5iQ

2008 წლის სამხედრო კონფლიქტი, რომელსაც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ, 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი