საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებთან მორიგ შეხვედრას 3 მარტს რომში გამართავს. ამის შესახებ მან ფეისბუკის დღევანდელი ჩართვისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი ლიეჟის ინციდენტის პროვოცირებაში კვლავ ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს:
ივანიშვილმა ჯერ აიძულა ქართველები, დაეტოვებინათ საქართველო და ახლა უცხოეთში არ ანებებს თავს და ცდილობს ხელის შეშლას შეკრებაში.”
ემიგრანტებთან პირველი შეხვედრა სააკაშვილმა 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამართა, ხოლო მანამდე ის აშშ-ში მცხოვრებ ემიგრანტებს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მხარდამჭერებს საკუთარი ხუთპუნქტიანი გეგმა გააცნო. შეხვედრას წინ უძღოდა ინციდენტი, რომლის დროსაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.
ვრცლად:
ლიეჟში, სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრის დაწყებამდე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა