ახალი ამბები

ანონსი – 4 აგვისტო

4 აგვისტო, 2014 • • 1016
ანონსი  – 4 აგვისტო

11.00 საათზე ამბასადორიალი გაიხსნება პრეიზდნეტის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და მინისტრის მისასალმებელი სიტყვით

მის: სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”

 

11:00 საათზე თბილისის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბრიფინგს გამართავენ.

თემა: დავით ნარმანიას მოადგილეების, დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებისა და რაიონების გამგებლების კანდიდატურები. 

მის: ლერმონტოვის #10

 

12:00 საათზე თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის , სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, სახელდებისა და სიმბოლოკის, ასევე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა  გაიმართება, რომელზეც დეპუტატები  თბილისის მერის დავით ნარმანიასა და მისი გუნდის პროგრამას გაეცნობიან.

 

მის: (თავისუფლების მოედანი N2)

 

14:00 საათზე თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო–საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საგარეო ურთიერთობათა, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, იურიდიულ საკითხთა და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა  გაიმართება, რომელზეც დეპუტატები  თბილისის მერის  დავით ნარმანიასა და მისი გუნდის პროგრამას გაეცნობიან.


მის: (თავისუფლების მოედანი N2)

 

15:00 საათზე ხსოვნის კვირეულის ფარგლებში გაზეთი „პრაიმთაიმი“ და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი „ოქროს ფრთა“ გიწვევთ აგვისტოს ომსა და ავღანეთში დაღუპული გმირების ცხოვრების ამსახველი ფოტოისტორიების გამოფენაზე. ღონისძიებას დაესწრებიან დაღუპულთა ოჯახის წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

 

მის: კოსტავას #68 , გაზეთ „პრაიმთაიმის“ რედაქცია

 

19.00 საათზე, ავეჯის გალერეა Belita-ში კომპანია Zepter-ის ინოვაციური ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქციის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სამზარეულოსთვის განკუთვნილი აქსესუარები, ქვაბები და ჭურჭელი.

 

მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი პირველი კილომეტრი, ავეჯის გალერეა „ბელიტა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი