ახალი ამბები

გაზეთი “New York Times” მარიხუანას რეკლამას აქვეყნებს

3 აგვისტო, 2014 • • 1178
გაზეთი “New York Times”  მარიხუანას რეკლამას აქვეყნებს

რეკლამას გაზეთის მთელი გვერდი უჭირავს. თავად კომპანია “Leafly” მარიხუანას სხვადასხვა სახეობის შესახებ საინფორმაციო და მიმოხილვით პუბლიკაციებს აქვეყნებს, რათა მომხმარებლებს  მათთვის გაცნობიერებული არჩევანის საფუძველზე შეეძლოთ კანაფის სასურველი და საჭირო სახეობა. 

 

ივლისში ნიუ-იორკი გახდა ამერიკის 23-ე შტატი, სადაც სამედიცინო მიზნებისათვის მარიხუანას გაყიდვა ლეგალური გახდა. New York Times-ის ფურცლებზე რეკლამა მალევე გამოჩნდა მას შემდეგ, რაც გამოცემამ მარიხუანას ლეგალიზებას მხარი დუჭირა. როგორც გაზეთის ერთ–ერთი ედიტორიალში წერია, მარიხუანას აკრძალვა უფრო მეტი ზიანის მომტანია საზოგადოებისთვის, ვიდრე მისი გამოყენება და, რომ მარიხუანა უფრო ნაკლებ ზიანს იწვევს, ვიდრე სიგარეტი ან ალკოჰოლი.


მასალების გადაბეჭდვის წესი