ახალი ამბები

შსს: საირმეში დაკარგული 21 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

3 აგვისტო, 2014 • • 1108
შსს: საირმეში დაკარგული 21 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ წინასწარი ინფორმაციით ცოტნე ჭანტურია ხრამში გადაიჩეხა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დღეს ასევე გაავრცელა ინფორმაცია  ფართომასშტაბიან საძიებო-სამაშველო ღონისძიებების შესახებ, რომელსაც უწყება დაკარგული ახალგაზრდის მოძებნისთის ახორციელებდა.  ცოტნე ჭანტურიას  კურორტ საირმეში იმ მთაზე ეძებდნენ სადაც ავარაუდოდ მას კვალი აერია და გაუჩინარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომლის დახმარებითაც მაშველები მთის მიმდებარე ტერიტორიებს და ტყის მასივს ათვალიერებდნენ.

.

მასალების გადაბეჭდვის წესი