ახალი ამბები

რაში დაიხარჯება გამოსაშვები გამოცდების გაუქმებით დაზოგილი თანხა

12 თებერვალი, 2019 • 1153
რაში დაიხარჯება გამოსაშვები გამოცდების გაუქმებით დაზოგილი თანხა

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებით 1.5 მლნ ლარი იზოგება. მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც გამოცდების გაუქმებას ეხება, ეს თანხა გამოცდების ეროვნულ ცენტრს გადაეცემა. კანონპროექტის თანახმად, ამ თანხას ცენტრი საერთაშორისო საგანმანათებლო კვლევების მიმართულებით დახარჯავს.

სქრინშოტი კანონპროექტიდან

6 თებერვალს სამინისტრომ პარლამენტს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები წარუდგინა. სამინისტროს კანონის იმ მუხლი/მუხლების გაუქმება უნდა, რომლითაც სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებას, რის საფუძველზედაც ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა.

სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია მე-11; მე-12 კლასელებთან დაკავშირებით აქცენტი განათლების რეალურ მიღებაზე გაკეთდეს და არა სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მომზადებაზე.

კაონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ საკანომდებლო ცვლილებებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა არ ექნება, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტში გამოსაშვები გამოცდებისთვის გამოყოფილი თანხა, 1.5 მლნ ლარი, გამოცდების ეროვნულ ცენტრს გადაეცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი