ახალი ამბები

პოლონეთის საგარეო უწყება სააკაშვილის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯემის გამო შეშფოთებულია

2 აგვისტო, 2014 • • 937
პოლონეთის საგარეო უწყება სააკაშვილის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯემის გამო შეშფოთებულია

“ყოფილი პრეზიდენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცედურების წარმოება დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა. თითოეული მოქალაქე ანგარიშვალდებული უნდა იყოს საკუთარ ქმედებებზე, მიუხედვად მისი თანამდებობისა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბოლო პერიოდის არაჯანსაღი გარემო, რომელიც არსებობს პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში,  შეშფოთების საფუძველს იძლევა, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილი გავლენას მოახდენს საგამოძიებო ღონისძიებების მიუკერძოებლობაზე, რასაც შესაძლოა შერჩევითი სამართლის სახე მიეცეს. 


ეს კი არ იქნებოდა სასურველი, განსაკუთრებით საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო და ვერ დაეხმარება ქვეყანას შეასრულოს თავისი ამბიციები, შიდაპოლიტიკურმა მზარდმა დაძაბულობამ შესაძლოა გაართულოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადრებით ადევნებს თვალს მოვლენების მომავალ განვითარებას, იმ იმედით, რომ ქართული მხარე გამოიჩენს სიფრთხილეს და კანონის უზენაესობის პრინციპებს დაიცავს”,– ნათქვამაი განცხადებაში. 


შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი 28 ივლისს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით “საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას”

მასალების გადაბეჭდვის წესი