ახალი ამბები

ყოფილი ცოლის დაჭრაში ბრალდებული კაცი შსს-მ დააკავა

12 თებერვალი, 2019 •
ყოფილი ცოლის დაჭრაში ბრალდებული კაცი შსს-მ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელიც ყოფილი ცოლის დაჭრაშია ბრალდებული, ცხელ კვალზე დღეს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 1973 წელს დაბადებული კაცი ყაზბეგში იმყოფებოდა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 1976 წელს დაბადებულ ნ.პ-ს, სიტყვიერი შელაპარაკებისა და მუქარის შემდეგ, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. ამჟამად, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი