დღეს, 12 თებერვალს, წყნეთის გზაზე მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.