ახალი ამბები

იმერლიშვილი: პრემიერმა პირადად დამიდასტურა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრებოდა

1 აგვისტო, 2014 • • 1148
იმერლიშვილი: პრემიერმა პირადად დამიდასტურა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრებოდა

“პრემიერ-მინისტრთან მე პირადად მქონდა კონსულტაციები უშიშროების საბჭოს დროსთან, ადგილთან დაკავშირებით. მან დამიდასტურა თავისი მონაწილეობა უშიშორების საბჭოს სხდომაზე, შესაბამისად მე მას ველოდი. შეიძლება მან ვერ მოახერხა ჩამოსვლა… ეს კითხვა ჩემთან არ არის. როცა დაინიშნა უშიშროების საბჭოს სხდომა მაშინ მქონდა კონსულტაცია”, – განაცხადა იმერლიშვილმა.


უშიშროების საბჭოს სხდომაზე ნატოს მოახლოებული სმაიტის საკითხი განიხილეს. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრება სხდომას პრემიერ-მინისტრი, რადგან აქამდე ცნობილი იყო რომ იგიც დაესწრებოდა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ასე განმარტა:

 

“მთავრობამ ამ მიმართულებით ყველანაირი სამუშაო უკვე ჩაატარა. ჩვენ პრეზიდენტს ინფორმაციას მივაწვდით ამის თაობაზე. პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომაზე გადაწყდა რომ ნატოს სამიტზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტი. ამ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი არ ესწრება, რადგანაც მთავრობის მხრიდან ყველაფერი უკვე არის გაკეთებული და ამის თაობაზე მოხსენებას მთავრობის წევრები გავაკეთებთ. ეს არის უფრო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა.”

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის “ჩვეულებრივი სამუშაო კომუნიკაცია არსებობს და ეს არანაირი სპელკულაციის საბაბი არ უნდა გახდეს”. 


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი