ახალი ამბები

უშიშროების საბჭოს სხდომას ღარიბაშვილი არ ესწრება

1 აგვისტო, 2014 • • 1187
უშიშროების საბჭოს სხდომას ღარიბაშვილი არ ესწრება

ჟურნალისტების კითხვაზე თუ რატომ არ ესწრება სხდომას პრემიერ-მინისტრი, რადგან აქამდე ცნობილი იყო რომ იგიც დაესწრებოდა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ასე განმარტა:

 

“მთავრობამ ამ მიმართულებით ყველანაირი სამუშაო უკვე ჩაატარა. ჩვენ პრეზიდენტს ინფორმაციას მივაწვდით ამის თაობაზე. პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომაზე გადაწყდა რომ ნატოს სამიტზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტი. ამ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი არ დაესწრება, რადგანაც მთავრობის მხრიდან ყველაფერი უკვე არის გაკეთებული და ამის თაობაზე მოხსენებას მთავრობის წევრები გავაკეთებთ. ეს არის უფრო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა.”

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის “ჩვეულებრივი სამუშაო კომუნიკაცია არსებობს და ეს არანაირი სპელკულაციის საბაბი არ უნდა გახდეს”. 

 

უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ნატოს მოახლოებულ სამიტში საქართველოს მონაწილეობის საკითხს განიხილვანე, რომელიც დიდ ბრიტანეთ, კარდიფში უნდა ჩატარდეს.

 

ხდომას ესწრებიან:, პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, ნატოში საქართველოს ელჩი, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი