ნეტგაზეთი | აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზთან დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზთან დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზთან დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

2 აგვისტოს ღამეს, აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბახის საკონტაქტო ხაზთან სამხედრო დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა.

bakupost–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2 აგვისტოს ღამეს სომხეთის სადაზვერვო–დივერსიული ჯგუფი თავს დაესხა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოსტს ქალაქ აღდამის მიმართულებით, შედეგად 4 ჯარისკაცი დაიღუპა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებმა მტრის თავდასხმის მოგერიება შეძლეს და მათ მიყენებული დანაკარგის გამო, უკან დაიხიეს. 

 

apa-ს ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოაღმოსავლეთით, აზერბაიჯანის მხარის მიერ განხორციელებული საბოტაჟის გამო დაიღუპა 5 და დაიჭრა 3 აზერბაჯანელი ჯარისკაცი, ამ ინფორმაციას ადასტურებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც. რაც შეეხება აღმოსავლეთის მიმართულებით (მარტუნისკენ) დაიღუპა 2 და დაჭრილია 4 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. ჯამში, 7 აზერბაიჯანელი ჯარისკაცია დაღუპული. 

 

apa–ს ინფორმაციითვე, მომხდარი ინცინდენტის დროს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა.

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი .