ახალი ამბები

ზარდიაშვილის თქმით, მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერება არაკონსტიტუციურია

11 თებერვალი, 2019 • 888
ზარდიაშვილის თქმით, მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერება არაკონსტიტუციურია

პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერება არაკონსტიტუციურია. ეს ინიციატივა, რომელსაც 11 თებერვალს განიხილავს საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭო, 9 დეპუტატს ეკუთვნის.

ინიციატივა ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ განწესების 2025 წლამდე გადავადებას.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა აზრისაა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივაზე, ვანო ზარდიაშვილმა უპასუხა:

“პირდაპირ გეუბნებით, არცერთი, თუნდაც მეორეკლასელი იურისტიც კი, ან პირველკურსელი იურისტიც ვთქვათ, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა, იმდენად გასულია ეს ინიციატივა სამართლებრივი ჩარჩოებიდან, კონსტიტუციის შინაარსიდან და მიღებული კანონის აქტებიდან”.

“აქედან გამომდინარე, ეს … ფაქტია, ინიციატივაა თუ, მე მგონი, პოლიტიკური წინადადება უფროა, — პირდაპირ გეუბნებით, — ამას არცერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს ერთი მარტივი მიზეზის გამო: არაკონსტიტუციურია”, – ამბობს ზარდიაშვილი.

უვადო განწესების გადავადება არაკონსტიტუციურია – იუსტიციის საბჭოს მოსამართლეები

მასალების გადაბეჭდვის წესი