ახალი ამბები

რამდენჯერაც შეეცდება ენმ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება პასუხს – კობახიძე ლიეჟზე

11 თებერვალი, 2019 • 814
რამდენჯერაც შეეცდება ენმ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება პასუხს – კობახიძე ლიეჟზე

“რამდენჯერაც შეეცდება ნაციონალური მოძრაობა თავსი წამოწევას, იმდენჯერ გასცემს მას საზოგადოება საკადრის პასუხს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ ბელგიის ქალაქ ლიეჟში განვითარებულ მოვლენებს.

ლიეჟში მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სააკაშვილი ბელგიაში ემიგრანტებთან მართავდა შეხვედრას, სადაც მისი მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ.

“თუ საზოგადოებას დახმარება დასჭირდება, ჩვენც დავეხმარებით. ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო. სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენც დავეხმაროთ”, – განაცხადა კობახიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი