ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის შსს სტადიონზე მომხდარ ფაქტზე: ეს იყო პროვოკაცია

1 აგვისტო, 2014 • • 1064
აზერბაიჯანის შსს სტადიონზე მომხდარ ფაქტზე: ეს იყო პროვოკაცია

31 ივლისს, ბაქოში ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ტურის საფეხბურთო გუნდების “ნეფთჩისა” და “ჩიხურას” თამაშის დროს, საქართველოს ზოგიერთი გულშემატკივარი შეეცადა პროვოკაცია მოეწყო. ამის შესახებ განცხადებაში წერია.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ “საქართველოს გულშემატკივრებმა Bakcell Arena-ს სტადიონის ტრიბუნაზე გამოფინეს რუკა, რომელზეც აზერბაიჯანის ზაქათალასა და კახის რაიონები საქართველოს ტერიტორიებად არის დატანილი. ამან ადგილობრივი გულშემატკივრების პროტესტი გამოიწვია, რის შედეგადაც მოხდა ჩხუბი.” 

 

აქვე წერია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა და შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურებმა მასიური დაპირისპირება არ დაუშვეს. 

 

აზერბაიჯანის შსს მიიჩნევს, რომ პროვოკაცია იყო იმ ძალების მიერ ორგანიზებული, რომლებიც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის გაფუჭებას გეგმავდნენ.

 

უწყების განმარტებით, ინციდენტის გამოძიებას აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანო აწარმოებს. 


“აპა”-ს ცნობით, მატჩის შემდგომ ჩიხურას მწვრთნელმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დაადასტურა და ქართველის ქომაგების ქმედებისათვის ბოდიში მოიხადა.

 


ფოტო, რომელსაც აზერბაიჯანული სპორტბოქსი ავრცელებს და იუწყება, რომ ის სტადიონზე ქართველმა ქომაგებმა გამოფინეს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი