ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საზღვრის კვეთისთვის დაკავებული ორი პირი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

1 აგვისტო, 2014 • • 1463
საზღვრის კვეთისთვის დაკავებული ორი პირი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

როგორც ნეტგაზეთს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით ხორციელდება. 

 

სოფელ ქვეშის მკვიდრის განმარტებით, ერთ-ერთი დაკავებული ზაქრო ბუთხუზი მაშინ აიყვანეს, როდესაც ის საქონელს მწყემსავდა. სოფლის მოსახლეობის ცნობითვე, დაკავება ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. 

 

დაკავებულების ცხინვალის იზოლატორში ყოფნის შესახებ, ოჯახებს პოლიციამ აცნობა. 


2008 წელი; ცხინვალი: ფოტო: epa
2008 წელი; ცხინვალი: ფოტო: epa


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი