31 ივლისს ბაქოში ადგილობრივი ნეფთჩისა და საჩხერის ჩიხურას მატჩი გაიმართა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეგიდით, რა დროსაც sportbox.az-ის ცნობით, ქართველმა გულშეკმატკივრებმა სტადიონზე გამოფინეს საქართველოს დროშა, რომელშიც ზაქათალა და კახი, საქართველოდ იყო მოხსენიებული. აზერბაიჯანული მედიასაშუალების ცნობით, ამ ფაქტმა სტადიონზე მყოფი აზერბაიჯანელი ქომაგების გაღიზიანება გამოიწვია და კონფლიქტში პოლიცია ჩაერია.
“აპა”-ს ცნობით, მატჩის შემდგომ ჩიხურას მწვრთნელმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაწერა დაადასტურა და ქართველის ქომაგების ქმედებისათვის ბოდიში მოიხადა.
ფოტო, რომელსაც აზერბაიჯანული სპორტბოქსი ავრცელებს და იუწყება, რომ ის სტადიონზე ქართველმა ქომაგებმა გამოფინეს.

მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა.
