ახალი ამბები

„სან პეტროლეუმ ჯორჯიას“ ნავთობბაზაში მომხდარი ხანძარი არ უკავშირდება ტექნიკურ დარღვევებს

31 ივლისი, 2014 • • 1397
„სან პეტროლეუმ ჯორჯიას“ ნავთობბაზაში მომხდარი ხანძარი არ უკავშირდება ტექნიკურ დარღვევებს

სააგენტოს ინფორმაციით,  „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ ინსპექტირების ჯგუფი ამჟამადაც მუშაობს ინციდენტის ადგილას.


სააგენტოს სპეციალისტებმა ნავთობბაზის ტექნიკური შემოწმების შედეგად ობიექტზე ვერ აღმოაჩინეს ტექნიკური ხასიათის შეუსაბამობები, რომელთაც ინციდენტი შეეძლოთ გამოეწვიათ.


სააგენტოს ექსპერტების წინასწარი შეფასების თანახმად, აალება შესაძლოა გამოწვეული იყოს სტატიკური ელექტრული მუხტის ზემოქმედებით, ავტოცისტერნის გამართვისას. სტატიკური ზემოქმედების გამო აალება მიანიშნებს იმას, რომ მანქანა ჩასხმისას დამიწებული არ იყო წესების შესაბამისად.

 

შპს „სან პეტროლეუმ ჯორჯია“ საერთაშორისო კომპანია „Gulf Oil International“-ის  ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

 

კომპანია Gulf Georgia –ს   კუთვნილ ნავთობაზაზე რომელიც თბილისში ფეიქრების ქუჩაზე მდებარეობს ხანძარი  30 ივლისს გაჩნდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი