ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში მიიჩნევენ, რომ ერგნეთის ბაზრობას სამხრეთ ოსეთთან საერთო არ აქვს

31 ივლისი, 2014 • • 998
ცხინვალში მიიჩნევენ, რომ ერგნეთის ბაზრობას სამხრეთ ოსეთთან საერთო არ აქვს

როგორც შეხვედრის შემდეგ მედიას სამხრეთ ოსეთის მხრიდან დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის პოსტ კონფლიქტურ საკითხებში სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ ხოხ გაგლოითმა განუცხადა, ეს საკითხი სამხრეთ ოსეთთან არანაირ კავშირში არ არის და არც მომავალში ექნება. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობაში განიხილება სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დამაკავშირებელი სავაჭრო ცენტრების ჩამოყალიბების იდეა, რომლებიც გამყოფ ზოლებთან უნდა აშენდეს. 

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ერგნეთის ბაზრობის იდეა უნდა შენარჩუნდეს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი