როგორც მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მოწინააღმდეგე მხარე ორგანიზებულ წინააღმდეგობას წააწყდა, უმნიშვნელო დანაკარგი განიცადა და პოზიციებიდან უკან დაიხია.
ოფიციალური ინფორმაციითვე, შეტაკების დროს მთიანი ყარაბაღის ორი ჯარისკაცი დაიღუპა – ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.
1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.
ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.
|
||