ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ რწმენის თავისუფლების შეზღუდვის გამო სომხეთის კანონებს აკრიტიკებს

31 ივლისი, 2014 • • 1089
აშშ რწმენის თავისუფლების შეზღუდვის გამო სომხეთის კანონებს აკრიტიკებს

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ს მაღალჩინოსნებმა (წარმომადგენლებმა) მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარკვეულ რელიგიურ ორგანიზაციებს საკულტო ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებით სომხეთში დაბრკოლებები ექმნებათ.

 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არსებობს მტკიცებულებები სომხურ სკოლებში რელიგიური უმცირესობების ბავშვების დისკრიმინაციის ფაქტების არსებობის შესახებ.

 

კანონი პრივილეგიას ანიჭებს სომხურ სამოციქულო ეკლესიას და ეს პრივილეგიები არ ვრცელდება სხვა რელიგიურ ჯგუფებზე, ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სომხეთში რეგისტრირებული რელიგიური ჯგუფების განცხადებით, არ არსებობს მნიშვნელოვანი სამართლებრივი დაბრკოლებები მათ საქმიანობასთან მიმართებაში. გარდა ამისა, სახელწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაისში სომხეთის პარლამენტმა ალტერნატიულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები მიიღო, რის შედეგადაც გათავისუფლდნენ იეჰოვას მოწმეები, რომლებიც რელიგიური მოტივებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო სასჯელს იხდიდნენ.  


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი