ახალი ამბები

ღარიბაშვილი საჯარო სექტორში მუშაობის 9 საათზე დაწყების ინიციატივით გამოდის

1 აგვისტო, 2014 • • 2783
ღარიბაშვილი საჯარო სექტორში მუშაობის 9 საათზე დაწყების ინიციატივით გამოდის

“მიმაჩნია, რომ ჩვენ ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ მუშაობა უფრო ადრე, ვიდრე არის დღეს. სამსახურში ადამიანები მიდიან 10 საათზე, ამ დროს იწყებს საჯარო სექტორი მუშაობას, ჩემი ინიციატივაა, რომ დავიწყოთ სამუშაო 9 საათზე. 1 სექტემბრიდან, მოგიწოდებთ ეს ინიციატივა განიხილოთ. რა თქმა უნდა, მე იმ სპეციალურ უწყებებს არ ვგულისხმობ, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული რეჟიმი, ეს არის შსს, ფინანსთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი, სასჯელაღსრულება. ყველა დანარჩენისთვის მე ვფქირობ, რომ ეს არის საკმაოდ კარგი ინიციატივა,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  


მასალების გადაბეჭდვის წესი