ახალი ამბები

ღარიბაშვილის დაცვამ ჟურნალისტები ოთახში ჩაკეტა

31 ივლისი, 2014 • • 1143
ღარიბაშვილის დაცვამ ჟურნალისტები ოთახში ჩაკეტა

შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრებთან ერთად ესწრებოდა. 

 

მას შემდეგ, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ნიკა ანთიძემ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა, “შეგვიძლია უფრო უშუალო გარემოში გადავინაცვლოთ გამოფენაზე”, სტუმრებმა საკონფერენციო დარბაზი დატოვეს, მათ შორის პრემიერ-მინისტრმაც.

 

მას შემდეგ, რაც სტუმრებმა დარბაზი დატოვეს ოთახში ჟურნალისტები დარჩნენ, რომლებსაც ჰოლში, სადაც გამოფენა და ფურშეტი იყო მოწყობლი, არ უშვებდნენ.

 

საკონფერენციო დარბაზის კარი დაცვის წევრმა ჩაკეტა, რომელიც კონფერენციის მიმდინარეობისას სტუმრების ნაკადს აკონტროლებდა, ხოლო მიზეზს არ ასახელებდა. ჟურნალისტებს საკონფერენციო დარბაზის დატოვების შესაძლებლობა 10 წუთის შემდეგ მიეცათ, როცა სასტუმრო პრემიერ-მინისტრმა დატოვა. 

სასტუმრო
სასტუმრო ‘რედისონის საკონფერენციო დარბაზში ჩაკეტილი ჟურნალისტები. 2014 წლის 31 ივლისი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი