თბილისში, საქნავთობის დასახლებაში, ლილოში, ერთსართულიანი საწყობი დაიწყვა. საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და ცეცლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 300 კვ.მ ფართობი. ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.