“აღნიშნული რეჟიმი, ძირითადად, ეხება სოფლის მეორნეობის პროდუქციას, რაც გადიოდა ჩვენი ქვეყნიდან და საკმაოდ პრიორიტეტულია ჩვენი სამინისტროსა და მოსახლეობისთვის. ეს პრუდქცია გათავისუფლებული იყო დაბეგვრის რეჟიმისგან”, – განაცხადა დანელიამ, თუმცა მისივე თქმით, ეს არ იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი:
“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ არ დაკეტილა ექსპორტი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. მოულოდნელი ეს არ იყო, როცა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელს ვაწერთ, ამ პირობებში ბუნებრივია რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხი შეიძლება გადახედილიყო, თუმცა ამ საკითხს არეგულირებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომლის წევრებიც ვართ ორივე სახელმწიფო. ეს გამოიწვევს თანაბარ პირობებში როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის დაბეგვრას. შესაბამისად მე ვერ ვიტყოდის, რომ ეს არის კატასტროფა, ეს არის რეაქცია იმაზე, რომ ჩვენ ალტერნატიული ბაზარი გაგვეხსნა”, – განაცხადა დანელიამ.

კითხვაზე, თუ რა საბაჟო ტარიფს დაუწესებს რუსეთი საქართველოდან იმპორტირებულ პროდუქციას, დანელია პასუხობს:
“ჩვენთან არის ეროვნული ტარიფები, დანარჩენი – კონსულტაციები უნდა გავიაროთ რუსეთის საბაჟოსთან და შემდეგ გვეცოდინება, როგორ გამოიხატება ციფრებში, თუმცა გასათვლისწინებელია სავაჭრო სალდო: ჩვენთან რუსეთიდან იმპორტი უფრო მეტია, ვიდრე ექსპორტი. ჩვენთვის შემოსავლების თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება დადებითი იქნება”.
