ნეტგაზეთი | აზერბაიჯანელ უფლებადამცველს სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ედება ბრალად აზერბაიჯანელ უფლებადამცველს სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ედება ბრალად – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანელ უფლებადამცველს სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ედება ბრალად

აზერბაიჯანელ უფლებადამცველს, ლეილა იუნუსსა და მის ქმარს, არიფ იუნუსს სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ედებათ ბრალად. 

როგორც სააგენტო აპა-ს მათმა ადვოკატმა ჯავად ჯავადოვმა განუცხადა, ლეილა იუნუსს ბრალი სამი მუხლით, მათ შორის ქვეყნის ღალატისთვის და თაღლითობისთვის წარუდგინეს. ქვეყნის ღალატისთვის და თაღლითობისთვის ბრალი ედება მის ქმარსაც. 

 

უფლებადამცველი ლეილა იუნუსი აზერბაიჯანში დღეს, 30 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს.

 

ის აზერბაიჯანში “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” დირექტორია, მან და მისმა კოლეგამ სომხეთიდან, ლაურა ბაგდასარიანმა, სომხეთში კვლევითი ცენტრის “რეგიონის” დირექტორმა, ბაქოში სომხეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რაუფ მირკანდიროვის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართვა გაავრცელეს. 

 

მიმართვაში ისინი საზოგადოებას მოუწოდებდენ, კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად და აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივების წინააღმდეგ ხმა აიმაღლონ. 

 

რაუფ მირკადიროვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც ანკარაში მუშაობდა, 19 აპრილს თურქეთიდან ბაქოში იქნა დეპორტირებული, სადაც დააკავეს, სომხეთის საიდუმლო სამსახურის ჯაშუშობისთვის წაუყენეს ბრალი და სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

 

ლაურა ბაგდასარიანის, აღნიშნული მიმართვის თანაავტორის განცხადებით, მირკადიროვი მათი ერთობლივი [სომხეთი – აზერბაიჯანი] პროექტის ერთ-ერთი ავტორი იყო, რაც მისთვის ბრალი წაყენების მიზეზი გახდა.


 

ლეილა იუნუსი; ფოტო: contact.az
ლეილა იუნუსი; ფოტო: contact.az

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი