09:30-16:40- არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“–ს ორგანიზებით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“–ში, 09:30-16:40 საათამდე, გაიმართება კონფერენცია „ქალი და მიგრაცია“.
11:00 – ვაზიანის პოლიგონზე ორი საჩვენებელი სწავლება გაიმართება: ოცეულის დონის სწავლება „მაილსის“ ლაზერული სისტემების გამოყენებით და ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება „ვაზიანი 2014“.
11:00 – სასტუმროში ”რედისონ ბლუ ივერია” ფონდი“ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი” გამართავს დასკვნითი ანგარიშის პრეზენტაციას: „იმიგრაციის გავლენა მიწის გასხვისებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე საქართველოში“
15:00 – ქალთა N5 დაწესებულებაში ქართველი რეჟისორის, რობერტ სტურუას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
16:00 – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ს.ს. „სილქნეტის“ მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის საჩივრის განხილვა გაიმართება. მისამართი: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18; საკონტაქტო პირი: სოფიო აზარიაშვილი 551 081803
17:00 – შვეიცარიული მუსიკალური ბენდი „ალფორნ იქსფიერიენსი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სააქტო დარბაზში კონცერტს გამართავს. ბენდი ტრადიციულ შვეიცარიულ ფოლკლორულ და თანამედროვე მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებს.
